პრეზიდენტი: ტაძრიდან გამოსული კომენტარს არ ვაკეთებ

Tbilisi Daily

ეკლესიიდან გამოსული რომ არ ვაკეთებ კომენტარებს დღემდე არ იცით? - ასე მიმართა სიონის საკათედრო ტაძრიდან გამოსულმა პრეზიდენტმა ჟურნალისტებს. მედია დაინტერესდა რას ფიქრობს სალომე ურაბიშვილი კანონპროექტზე, რომლის თანახმადაც საპატრიარქოს ტყის გარკვეული ფართობი უნდა გადაეცეს. „საქართველოს ტყის კოდექსსა“ და მისგან გამომდინარე საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტს პარლამენტი უკვე განიხილავს. „სახელმწიფო ქონების შესახებ“ კანონში შესატანი ცვლილების პროექტის მიხედვით, საქართველოს სამოციქულო მართლმადიდებელ ეკლესიას საკუთრებაში შეიძლება გადაეცეს ამ კანონის ამოქმედებამდე არსებული მართლმადიდებლური ეკლესია-მონასტრების მიმდებარე ტყის ფართობი, არაუმეტეს 20 ჰა თითოეულის შემთხვევაში და საქართველოს ტყის კოდექსით განსაზღვრული მიჩენილი ტერიტორიები. #პრეზიდენტი #სალომეზურაბიშვილი #საპატრიარქო #TbilisiDaily #Dailynews