კახა კალაძემ მოხალისეობის მსურველებს მიმართა
Tbilisi Daily
კახა კალაძემ კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლაში მოხალისეობის მსურველებს მოუწოდა და განმარტა, რომ ვისაც სურვილი აქვს გახდეს მოხალისე, დარეკოს მერიის ცხელ ხაზზე: 2722222, ან წითელი ჯვრის ცხელ ხაზზე 0800 000 018.
მისივე თქმით მნიშვნელოვანია დარეგისტრირდნენ და გაიარონ აუცილებელი ტრენინგი, რათა იცოდნენ უსაფრთხოების წესები.
თბილისის მერმა საქართველოს წითელ ჯვარს თანამშრომლობისთვის მადლობა გადაუხადა.
„კიდევ ერთ ძალიან მნიშვნელოვან თემას უნდა შევეხო - ესაა მოხალისეების ჩართულობა. ყველამ კარგად უნდა გავაცნობიეროთ, რომ დღეს საქმე გვაქვს განსაკუთრებულ მდგომარეობასთან და ჩვენი სურვილი, დავეხმაროთ რისკის ქვეშ მყოფ ადამიანებს, საჭიროებს სწორად რეალიზებას. რაც გინდა კეთილი ზრახვა გვამოძრავებდეს, თუ არ გვექნება ზუსტი ცოდნა, თუ როგორ დავეხმაროთ რისკის ჯგუფში მყოფ ადამიანებს, მოხდება ისე, რომ მათ არათუ პრობლემას მოვუხსნით, პირიქით პრობლემას გავუღრმავებთ და საფრთხის წინაშე დავაყენებთ. ასევე არანაკლებ მნიშვნელოვანია თავად მოხალისეების უსაფრთხოება. აქ იმყოფება საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების პრეზიდენტი ნათია ლოლაძე. სწორედ წითელი ჯვრის დახმარებით და მათი დიდი გამოცდილების გაზიარებით, მიმდინარეობს მოხალისეთა გადამზადება”, - განაცხადა კალაძემ.
#კახაკალაძე
#წითელიჯვარი
#მოხალისეები
#tbilisidaily