67 წლის პაციენტმა,რომელსაც ორმხრივ პნევმონიასთან ერთად ტოქსიკური ჩიყვი,გულის იშემიური დაავადება და..

Kutaisi Daily

“კლინიკა ბომონდი”-ს კოვიდცენტრში ახალი კორონავირუსული ინფექცია ისეთმა პაციენტებმა დაამარცხეს, რომელთაც ვირუსი გართულებული ფორმით ჰქონდათ და თანმდევი დაავადებებიც აღენიშნებოდათ. კლინიკიდან გამოჯანმრთელებული გაეწერა სამტრედიის მკვიდრი, 67 წლის ქალბატონი. მას ორმხრივ პნევმონიასთან და უჰაერობასთან ერთად, ტოქსიკური ჩიყვი, გულის იშემიური დაავადება, გულზე სტენტირების შემდგომი პერიოდი და ვენების ვარიკოზი ჰქონდა. კლინიკა გამოჯანმრთელებულმა დატოვა ქუთაისის მკვიდრმა 69 წლის მამაკაცმა. პაციენტი 18 დღის განმავლობაში ჟანგბადდამოკიდებული იყო. მას ასევე აღენიშნებოდა ორმხრივი ჰიდროთორაქსი. კოვიდცენტრში ამ დროისთვის 130 პაციენტია მოთავსებული. კლინიკაში მკურნალობის კურსს გადიან ინფიცირებული ბავშვები, ორსულები და ხანდაზმულები. ________________ თქვენ ამ სტატიას კითხულობთ პლატფორმა Feedc -ზე. Feedc არის ახალი მედია პლატფორმა, სადაც შეგიძლიათ გაეცნოთ ჩვენს სტატიებს. #ახალიამბები #მოხუცი #კორონავირუსი #დაავადებები #kutaisidaily topnews.