0
დღეს, 27 მაისს, წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერმა ბესიკ ფარცვანიამ და მერის პირველმა მოადგილემ ცოტნე შონიამ ქალაქ წალენჯიხაში გაზიფიცირებასთან დაკავშირებით მიმდინარე სამუშაოები დაათვალიერეს. პროექტს შპს „ ექსპრესსერვისი-2008“ ახორციელებს. პროექტის ფარგლებში მიწისქვეშა და მიწისზედა გაზსადენის მონტაჟთან ერთად რეგულატორებისთვის ინდივიდუალური განშტოებების მოწყობა განხორციელდება. აღნიშნული პროექტი მიმდინარე წლის 26 მაისს დაიწყო და 2019 წელს ქალაქის სრულ დაქსელვას ითვალისწინებს.
0