26 დეკემბერს იგეგმება ახალი „გირჩის" დაფუძნება
რადიო თავისუფლება Radio Tavisupleba
პარტია „გირჩის" ერთ-ერთმა დამფუძნებელმა ზურაბ ჯაფარიძემ ტელეკომპანია „ფორმულის" ეთერში ილაპარაკა ახალი პარტიის დაფუძნების შესახებ.
„26 დეკემბერს, 15:00 საათზე იქნება ახალი „გირჩის" ყრილობა, სადაც ახალი „გირჩი" დაფუძნდება. სახელიც იგივე იქნება, ლოგოც იგივე იქნება და რა ვიცი, ორი გირჩი იქნება ქვეყანაში. ვიცი, რომ ერთიც ყელში ჰქონდა ხალხს ამოსული, ამ ქვეყნის საზოგადოების რაღაც ნაწილს, მაგრამ იქნება ორი, იქნება კონკურენცია და საბოლოო ჯამში კონკურენცია აჩვენებს, ვინ უფრო კარგად აკეთებს ამ საქმეს, რაზეც ცხოვრების ბოლო წლები დავხარჯე. ვაპირებ იგივე გავაგრძელო", - აღნიშნა მან.
ჯაფარიძე ამბობს, რომ ახალ „გირჩში" ახალგაზრდები იქნებიან, რომლებიც პოლიტიკით „გირჩის" მეშვეობით დაინტერესდნენ.
როგორ გაიხლიჩა „გირჩი“
„გირჩში" დაპირისპირების შესახებ ინფორმაცია დეკემბრის დასაწყისში გავრცელდა.
https://www.radiotavisupleba.ge/a/31006277.html
#ახალი_ამბები
#twitter