კოვიდინფიცირების 10 ახალი შემთხვევა ქუთაისში

Tbilisi Daily

ქუთაისში კოვიდინფიცირების 10 ახალი შემთხვევა დადასტურდა. ყველა ე.წ. პედაგოგების კლასტერს უკავშირდება. მხარის გუბერნატორის ინფორმაციით, ახალი კლასტერები არ გაჩენილა. ყველა შემთხვევის დაინფიცირების წყარო ცნობილია. 32 საჯარო სკოლის კლასტერი 60-მდე ადამიანს აერთიანებს. იმერეთში Covid19-ის 80-მდე შემთხვევაა გამოვლენილი.