დასავლეთ საქართველოში მოსალოდნელია ამინდის მნიშვნელოვანი გაუარესება

აჭარის ტელევიზია Ajara Tv

1 აგვისტოდან3 აგვისტოს დილამდე, დასავლეთ საქართველოსი მოსალოდნელია ამინდის მნიშვნელოვანი გაუარესება, დროგამოშვებით ხანმოკლე წვიმა და ელჭექი. 2 და 3 აგვისტოს ღამის საათებში სანაპირო კურორტებზე, ასევე დაბალმთიან რაიონებშიიქნება ინტენსიური წვიმა. დროის მოკლე მონაკვეთში, მოსალოდნელი ძლიერი ნალექის გათვალისწინებით, შესაძლოა,ნეგატიური სიტუაციაშეიქმნას - სანაპირო ზოლში ცალკეული ტერიტორიები დაიტბოროს, მთიან დასახლებებში კი მეწყრული პროცესები განვითარდეს. 2-3 აგვისტოს მდინარეებში წლის დონე მნიშვნელოვნად მოიმატებს, ზღვაზე კი მოსალოდნელია ღელვა 2-3 ბალი. რაც შეეხება აღმოსავლეთ საქართველოს - ნალექი არ იქნება ინტენსიური ხასიათის და მხოლოდ ზოგან არის მოსალოდნელი ხანმოკლე წვიმა, ელჭექით.პერიოდულად იქროლებს დასავლეთის ძლიერი ქარი. ფოტო - 2-3 აგვისტოს ღამის საათების მეტეო რუკა