იოგას ფსიქოლოგია, ანუ სხეული გვეკუთვნის ჩვენ

0
“მე კი არ ვეკუთვნი ჩემს სხეულს, არამედ სხეული მეკუთვნის მე და შემიძლია, სურვილისამებრ ვმართო”, – ასეთია იოგას მთავარი პრინციპი. იოგა კლასიკური გაგებით სპორტი არ არის, თუმცა სხეულის ფლობასა და ცხოვრების ჯანსაღ წესთან ასოცირდება. ზოგისთვის ის ფიზიკური ვარჯიშების კომპლექსია, ზოგისთვის – ფილოსოფია, ზოგისთვის – რელიგია, ზოგისთვის კი სულიერი წონასწორობის მიღწევის საშუალება. ფიტნესის სხვა მიმართულებებისგან იოგა რადიკალურად განსხვავდება. ის უფრო მეტია, ვიდრე ვარჯიში. იოგა ცხოვრების ფილოსოფიაა. ხშირად აღმოსავლურ რელიგიებს შორისაც კი მოიაზრებენ. ასეა თუ ისე, იოგას სისტემით ვარჯიში არანაკლებ შედეგიანია, ვიდრე ფიტნესის ნებისმიერი სხვა სახეობა. იოგას კიდევ ერთი დიდი უპირატესობა აქვს: ფიზიკურ ჯანმრთელობასთან ერთად ის ადამიანს სულიერი სიმშვიდის, ჰარმონიის, წონასწორობის მიღწევაშიც ეხმარება. მატერიალისტებისთვის კი უბრალოდ რელაქსაციის საუკეთესო საშუალებაა, რაც ბევრს ნიშნავს თანამედროვე დაძაბული რიტმით მცხოვრები ადამიანისთვის. იოგას რამდენიმე მიმდინარეობა არსებობს. ყოველ მათგანს აერთიანებს სამი მთავარი კონცეპტს– ვარჯიში, სუნთქვა და მედიტაცია. ვარჯიში ფიზიკურ ჯანმრთელობას უზრუნველყოფს, სუნთქვა და მედიტაცია კი ადამიანს საკუთარი სხეულის შეცნობასა და სულიერი წონასწორობის მოპოვებაში ეხმარება.
#health
#healthylife
#healthcare
#yoga
#yogalife
#ჯანმრთელობა
#ჯანსაღი
#იოგა
#სპორტი
#ცხოვრება
#sport
#relax
#relaxtime
#workout
#facts
#სპორტი
0