Johnson & Johnson-ი ითხოვს, განიხილონ მისი ვაქცინის გამოყენების საკითხი

რადიო თავისუფლება Radio Tavisupleba

ფარმაცევტულმა გიგანტმა Johnson & Johnson-მა აშშ-ის მარეგულირებელ უწყებას მიმართა მის მიერ შექმნილი ვაქცინის სასწრაფო წესით გამოყენებაზე ნებართვის მისაღებად, რაც, შესაბამისი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, ნიშნავს, რომ ეს იქნება მესამე ყველასთვის ხელმისაწვდომი ვაქცინა აშშ დამტკიცებული,  Pfizer-BioNTech-ისა და Moderna-ის პრეპარატების შემდეგ. ამ ორი ვაქცინის ეფექტიანობა 95 პროცენტს უტოლდება, თუმცა ეს შედეგი ეფუძნება ცდებს, რომლებიც ჩატარდა მსოფლიოს ზოგიერთ ადგილას ვირუსის ახალი ვარიანტების გავრცელებამდე. მაგრამ ამ პრეპარატებისგან განსხვავებით, კომპანია Johnson & Johnson-ის განცხადებით მათი ვაქცინით არ იქნება საჭირო მეორედ აცრის ჩატარება, რადგან ექსპერიმენტის დროს პირველივე აცრამ აჩვენა 66%-იანი ეფექტიანობა. J&J-ის ვაქცინას მხოლოდ ერთი დოზის გაკეთება სჭირდება და მისი შენახვა სამი თვის ვადამდე შესაძლებელია 2-8 გრადუსზე ცელსიუსით, რაც მას მნიშვნელოვან ლოგისტიკურ უპირატესობას ანიჭებს Pfizer-ისა და Moderna-ს ვაქცინებთან შედარებით. Johnson & Johnson-ის განცხადებას წინ უსწრებდა კომპანია Novavax-ის მიერ გავრცელებული ცნობა, რომ ბრიტანეთში ჩატარებულ ცდაში მისმა ვაქცინამ 89 პროცენტის ეფექტიანობა აჩვენა.  https://www.radiotavisupleba.ge/a/31087681.html #ახალი_ამბები #twitter