ევროკავშირში საერთო ევროპული ტურისტული სეზონის გახსნის იმედი აქვთ
Headline
შიდა ეკონომიკური ბაზრის საკითხებში ევროკომისარი ტიერი ბრეტონი ზაფხულში საერთო ევროპული ტურისტული სეზონის გახნის იმედს გამოთქვამს.
„რა თქმა უნდა, ევროპაში ტურისტული სეზონი ამ ზაფხულს გაიხსნება. იქნება ეს თუ არა საერთო ევროპული ჯერ არ ვიცი, მაგრამ ნაციონალურ დონეზე ნამდვილად განხორციელდება“, - განაცხადა მან.
მაისის დასაწყისში ევროკომისარმა აღნიშნა, რომ „კორონავირუსული პანდემიის საზღვრები ევროპული ქვეყნების საზღვრებს არ ემთხვევა“, შესაბამისად, ევროპის კონტინენტის ზოგიერთ ნაწილი შესაძლოა ღია იყოს ტურისტებისთვის, ზოგი კი დახურული.
მომზადებულია რატი ერისთავის მიერ.
#coronavirus
#summer
#season
#tourism
#EU
#borders
#headline