თელეთში 15 წლის მოზარდს ეძებენ

Tbilisi Daily

15 წლის მოზარდს ეძებენ ქვემო თელეთში, რომელიც, გავრცელებული ინფორმაციით სახლიდან გუშინ გავიდა. ტატო იაშვილის მეზობლები და ახლობლები ამბობენ, რომ გაუჩინარებამდე მან ოჯახის წევრებთან სამახსოვრო სურათები გადაიღო. საძიებო ოპერაციაში ჩართულია ადგილობრივი პოლიცია. ვრცელდება ინფორმაცია, რომ დაინახეს, როგორ ადიოდა მოზარდი სამარშრუტო ტაქსიში, თუმცა ამ ფაქტის უტყუარობა არ დასტურდება.