ნიკა მელია vs ლევან ვარშალომიძე?

Batumi Daily

ნიკა მელია თუ ლევან ვარშალომიძე - "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის ასარჩევად ხმის მიცემა გასულ დღეს დაიწყო. დღეიდან ხუთი დღის განმავლობაში მოქალაქეებს საშუალება ექნებათ, ორი კანდიდატიდან ერთ-ერთი შეარჩიონ და მხარდაჭერა ონლაინ რეჟიმში, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ფეისბუქ ვებ-გვერდის მეშვეობით დააფიქსირონ. "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" მთავარი ამოცანაა, რომ აბსოლუტურად ღია იყოს ყველა მხარდამჭერისთვის და პარტიის წევრისთვის. შეგახსენებთ, რომ ამ გაყალბებული არჩევნებითაც კი, "ნაციონალურ მოძრაობას" ნახევარმა მილიონმა ადამიანმა დაუჭირა მხარი, რატომ არ უნდა იყოს ეს ნახევარი მილიონი ადამიანი ჩართული პარტიის თავმჯდომარის შერჩევაში?"- ამბობს "ენმ"-ის პოლიტიკური საბჭოს წევრი, ზაალ უდუმაშვილი. ხმის მიცემა 25 დეკემბრამდე გაგრძელდება, თვის ბოლოს კი, ცნობილი გახდება, ვის აირჩევენ მხარდამჭერები პარტიის თავმჯდომარედ. შეგახსენებთ, რომ "ენმ"-ის თავმჯდომარის თანამდებობა მას შემდეგ გახდა ვაკანტური, რაც გრიგოლ ვაშაძემ "ნაციონალური მოძრაობა" და მის მიერ დაკავებული ყველა პარტიული თანამდებობა 15 დეკემბერს დატოვა. ________________ თქვენ ამ სტატიას კითხულობთ პლატფორმა Feedc -ზე, სადაც შეგიძლიათ გაეცნოთ ჩვენს სიახლეებსა და ბლოგებს. #batumidaily #აჭარა #ბათუმი #ახალიამბებიაჭარაში