დღეიდან მძღოლებს "ზოლანალური პარკინგის" საფასურის გადახდა მოუწევთ
რადიო თავისუფლება Radio Tavisupleba
თბილისის მერის, კახა კალაძის თქმით, დღეიდან, 10 თებერვლიდან უქმდება "ზონალური პარკინისთვის" დაწესებული შეღავათები და მძღოლებს შესაბამისი საფასურის გადახდა მოუწევთ. ამის შესახებ მან თბილისის მთავრობის სხდომაზე ისაუბრა.
"დროებით ჩვენ შეჩერებული გვქონდა ამ პარკირების გადასახადი და ადამიანებს არ უწევდათ გადახდა იმის გათვალისწინებით, რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტი არ მუშაობდა", - განაცხადა კალაძემ.
თბილისის მასშტაბით ზონალურ-საათობრივი პარკინგი ორბელიანის მოედანზე, ბარათაშვილის ქუჩაზე, კოტე აფხაზის (ლესელიძის) ქუჩაზე, აბანოთუბანში, პეკინის გამზირზე და ვაკის რაიონში ფუნქციონირებს. ეს ქუჩები სამ - A, B და C ზონებად არის დაყოფილი, ტარიფებიც განსხვავებულია. მაგალითად, A ზონაში 1 საათით მანქანის გაჩერება 1 ლარი ღირს.
https://www.radiotavisupleba.ge/a/31095308.html
#ახალი_ამბები
#twitter