თუ მაჟორიტარებზე შეთანხმება იქნება, ყველამ მადას უნდა დაუწიოს - ელისაშვილი

Pirveliradio Ge

http://pirveliradio.ge/?newsid=143646 თუ მაჟორიტარებზე შეთანხმება იქნება, ყველამ მადას უნდა დაუწიოს - ამის შესახებ „სამოქალაქო მოძრაობის“ ლიდერმა ალეკო ელისაშვილმა გადაცემა ,,მთავარი არხის"ეთერში განაცხადა. მისი თქმით, ის არ აპირებს რომელიმე პოლიტიკურ პარტიასთან გაერთიანებას და ამბობს რომ ოპოზიციამ მისი პოზიციის შესახებ იცის. ,,ხაზზე ვართ. საქმის კურსში ვართ ჩვენი პოზიცია იციან. ჩვენ ვფიქრობთ, რომ კარგი იქნება თუ მაჟორიტარებზე ერთმანეთს ხელს არ შევუშლით, დანარჩენზე ჩვენ არავისთან გაერთიანებას არ ვაპირებთ . სერიოზულად ვფიქრობ(მაჟორიტარ კანდიდატობაზე), იქნება ეს ალბათ შეთანხმების ნაწილი. თუ მაჟორიტარებზე შეთანხმება იქნება, ყველამ მადას უნდა დაუწიოს და ბოლო რამდენიმე არჩევნების შედეგებზე დაკვირვებით უნდა ვიფიქრო, - თქვა ელისაშვილმა.