აგრესიული ტესტირებით ჟურნალისტებსაც შეამოწმებენ - ლევან გოფოძე
Tbilisi Daily
რესპუბლიკური საავადმყოფოს დირექტორის, ლევან გოფოძის განცხადებით, ახალი ალგორითმით ტესტირება ჟურნალისტებსაც ჩაუტარდებათ, რომლებიც მაღალი რისკის ჯგუფებს მიეკუთვნებიან.
„ეს არის მედიცინის სფეროს წარმომადგენლები, ესენი არიან ჟურნალისტები, რომლებიც ასევე მაღალი რისკის ჯგუფს მიეკუთვნებიან და ხდება გამოყოფა სხვა ჯგუფებისაც. ეს არის მომსახურების სფერო და ა.შ.“ - განაცხადა ლევან გოფოძემ.
შეგახსენებთ, რომ ჯანდაცვის სამინისტრომ სხვადასხვა ჯგუფებისთვის COVID-19-ის ტესტირების ახალი ალგორითმები დაამტკიცა.
#კორონავირუსი
#ახალიალგორითმი
#ტესტირება
#დარჩისახლში
#tbilisidaily