ბრიტანელ ქალს, რომელიც ლონდონში ტერაქტის მოწყობას გეგმავდა, სამუდამო პატიმრობა მიუსაჯეს

Tbilisi Daily

ლონდონის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა ბრიტანელ ქალს, რომელიც აღდგომის დღესასწაულზე წმინდა პავლეს ტაძარსა და ლონდონის ერთ-ერთ სასტუმროში ტერაქტებს გეგმავდა. ამის შესახებ სააგენტო Reuters-ი წერს. მისი ინფორმაციით, ვადამდე გათავისუფლების მოთხოვნის უფლება მსჯავრდებულს მხოლოდ 14 წლის შემდეგ ექნება. 37 წლის საფია ამირა შეიხი 2019 წლის ოქტომბერში დააკავეს. მიმდინარე წლის თებერვალში მან ტერაქტის მომზადებაში ბრალი აღიარა. გამოძიების მტკიცებით, შეიხი დაუკავშირდა ადამიანს, რომელსაც მისთვის ასაფეთქებელი მოწყობილობის დამზადება შეეძლო. ქალმა ასევე დაათვალიერა ტაძარი და სასტუმრო, სადაც ტერაქტის მოწყობას გეგმავდა. გამოძიების ინფორმაციით, საფია ამირა შეიხი „ისლამურ სახელმწიფოში“ გაწევრიანებას გეგმავდა და ინტერნეტში ექსრტემისტული შინაარსის ინფორმაციას ავრცელებდა.