დაინფიცირებული მეხანძრე - მაშველი ბათუმში
Batumi Daily
ბათუმში მეხანძრე-მაშველს კოვიდ 19 დაუდასტურდა. კორონავირუსი დაუდასტურდა თბილისის ამავე სამსახურის გლდანის განყოფილების მეხანძრე-მაშველსაც.
„მათი გეგმიური ტესტირების შედეგი 18 სექტემბერს გახდა ცნობილი და იყო დადებითი. მათ ცვლაში მყოფ მეხანძრე-მაშველებს დამატებითი ტესტირება ჩაუტარდათ და გადაყვანილი არიან იზოლაციაში, დაკვირვების ქვეშ. შენობებს ჩაუტარდა სრული დეზინფექცია“ – აცხადებენ უწყებაში.
ამ დროისთვის, მეხანძრე-მაშველები გადაყვანილი არიან კლინიკაში და უტარდებათ მკურნალობა.
________________
თქვენ ამ სტატიას კითხულობთ პლატფორმა Feedc -ზე. Feedc არის ახალი მედია პლატფორმა, სადაც შეგიძლიათ გაეცნოთ ჩვენს სტატიებს.
ფოტო: აჭარის ტელევიზია
#batumidaily
#კოვიდვითარებააჭარაში