ოკუპირებულ აფხაზეთში 180-მდე გაიზარდა COVID-19-ით გარდაცვლილთა რიცხვი

რადიო თავისუფლება Radio Tavisupleba

რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო მთავრობის ოპერატიულმა შტაბმა კორონავირუსის 54 ახალი შემთხვევა დაადასტურა. მისივე ინფორმაციით, სოხუმის ინფექციურ საავადმყოფოში გარდაიცვალა COVID-19-ით დაავადებული კიდევ ერთი პაციენტი, 84 წლის მამაკაცი. აფხაზეთში აპრილიდან აღრიცხული აქვთ კორონავირუსის 11 738 შემთხვევა, მათგან 10423 გამოჯანმრთელების. COVID-19-ით გარდაცვლილია 180 ადამიანი. დაუზუსტებელი მონაცემებით, საქართველოს ამ ოკუპირებულ რეგიონში ცხოვრობს დაახლოებით 240 ათასი ადამიანი. https://www.radiotavisupleba.ge/a/31087383.html #ახალი_ამბები #twitter #covid19_-_ახალი_ამბები