ძალადობაში გადაიზარდა უსაფრთხოების შეთავაზებული კანონის საწინააღმდეგო საპროტესტო გამოსვლა პარიზში

რადიო თავისუფლება Radio Tavisupleba

საფრანგეთის დედაქალაქში უსაფრთხოების შეთავაზებული კანონის საწინააღმდეგო საპროტესტო გამოსვლა უკვე მეორედ გადაიზარდა ძალადობაში. შავად შემოსილდი ანარქისტებმა ცეცხლი წაუკიდეს ავტომანქანებს, დაამსხვრიეს მაღაზიების ვიტრინები და სხვადასხვა საგნები ესროლეს პოლიციას, რასაც მოჰყვა სულ მცირე, 22 პირის დაკავება, განაცხადა საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა, ჟერალდ დერმანენმა განაცხადა 5 დეკემბერს.    საფრანგეთში, ტრადიციულად, ყოველ წელს, დეკემბრის პირველ შაბათ დღეს უდიდესი პროფკავშირული გაერთიანება, შრომის საყოველთაო კონფედერაცია, მართავს ნაკლებად უზრუნველყოფილი და უმუშევარი მოქალაქეებს მიმართ მხარდაჭერის აქციას. წელს მას შეუერთდნენ უსაფრთხოების კანონის მოწინააღმდეგეები. კანონის ერთ-ერთი მუხლი მოქალაქეებს უკრძალავს  პოლიციელების გადაღებას ფოტო ან ვიდეოკამერით  იმ დროს, როცა ისინი დემონსტრანტების წინააღმდეგ სპეციალურ საშუალებებს იყენებენ. ამას მოჰყვა მასობრივი საზოგადოებრივი პროტესტი. შეთავაზებული კანონი ითვალისწინებს ასევე პოლიციის მიერ ვიდეო მეთვალყურეობის გაფართოებას დემონსტრაციების დროს დრონების საშუალებით. კანონის უსაფრთხოების საწინააღმდეგო გამოსვლების შედეგად მთავრობამ გადაწყვიტა მცირე კომპრომისზე წასვლა და ერთი მუხლის შეცვლა. მაგრამ საპროტესტო გამოსვლების საკოორდინაციო ცენტრი მთელი კანონის უკან გაწვევას მოითხოვს. საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა  პირდაპირ მიმართა ქვეყნის ახალგაზრდებს და განაცხადა, რომ არა არის მართალი თავისუფლებების შეზღუდვის შესახებ ხმები საფრანგეთში,  „ჩვენ არ ვართ, უნგრეთი, ან თურქეთი“, განაცხადა მან. პოლიციამ, რომელიც კრიტიკის სამიზნე გახდა ძალის უსაფუძვლო გამოყენების გამო, ასევე გამოხატა პროტესტი. პრეზიდენტის სიტყვები იმის შესახებ, რომ  თუ ადამიანის კანის ფერი არ არის თეთრი, მას  უფრო ხშირად შეიძლება შეუმოწმონ საბუთები, ასევე გახდა საფრანგეთის პოლიციის ორივე პროფკავშირის პროტესტი საფუძველი. 5 დეკემბრის დემონსტრაციების ორგანიზატორთა თქმით, აქციები გაიმართა 90 დიდ და საშუალ ქალაქში მთელ საფრანგეთში. https://www.radiotavisupleba.ge/a/30985720.html #ახალი_ამბები #twitter