რას წერს ლიეტუვის ელჩი საქართველოზე

Tbilisi Daily

საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების შეთანხმების გაფორმების ექვსი წლისთავს ლიეტუვის ელჩი გამოეხმაურა. გიედრიუს პუოჯუნასმა შესაბამისი განცხადება Twitter-ზე გამოაქვეყნა. „ამ დღეს, 2014 წელს, საქართველომ ხელი მოაწერა ასოცირების ხელშეკრულებას და ევროკავშირთან კიდევ უფრო დაახლოების გზას დაადგა. საქართველო უკვე სარგებლობს ვიზალიბერალიზაციის რეჟიმითა და ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შეთანხმებით, ევროკავშირს ბევრად მეტის შეთავაზება შეუძლია. საქართველო, მიზანმიმართული იყავი და ევროპული მისწრაფებები აგისრულდება“, - წერს ელჩი. დღეს საქართველოს ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების ხელმოწერიდან 6 წელი გავიდა.