თეა წულუკიანი - ერთ-ერთი ქვეყანა ვართ, სადაც ციხეებში კორონავირუსის არც ერთი შემთხვევა არ დაფიქსირებულა

Tbilisi Daily

რომ არა პენიტენციური სამსახურის დირექტორი, მისი მოადგილეები, ექთნები, ექიმები და თითოეული ადამიანი, ვინც საკანს აღებდა და კეტავდა, ჩვენ ვერ ვიქნებოდით ერთ-ერთი თითით საჩვენებელი ქვეყანა მსოფლიოში, სადაც დღემდე ციხეებში არც ერთი შემთხვევა არ დაფიქსირებულა. თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ ყველაფერი დასრულდა - ურთულესი კვირები ალბათ წინაა, თუკი ჩვენ წესებს არ დავიცავთ და დაწესებულებების ხელმძღვანელებმა ყველგან შესაბამისი პირობები არ დაგვახვედრეს, - ამის შესახებ ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „ღია ეთერი“ იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა განაცხადა. „სასამართლოში გაყვანის აკრძალვა ნაწილობრივ მოხსნილია და ბევრ ბრალდებულს აქვს შესაძლებლობა, მოსამართლის წინაშე არა ონლაინ, არამედ ფიზიკურად წარდგეს და თავისი სიმართლე მოსამართლის თვალწინ ამტკიცოს. ასევე მოხსნილია ამანათების, გზავნილების, წერილების შეზღუდვა. მოკლევადიანი პაემნები აღდგენილია, მაგრამ მინის ბარიერის მეშვეობით ტარდება. გრძელვადიან პაემანზე, როდესაც ოჯახის წევრი მოდის და პატიმართან 24 საათს ატარებს, ძალიან უშუალო კონტაქტია და ზედმეტია, ვინმეს დისტანციის დაცვა მოთხოვო, ამიტომ ეს აკრძალვა ისევ მოქმედებს. მინდა მადლობა გადავუხადო თითოეულ მსჯავრდებულს, ინსპექტორ-კონტროლიორს, ესკორტის ოფიცერს და პენიტენციური სამსახურის დირექტორს. რომ არა გიორგი პატარიძე, მისი მოადგილეები, ექთნები, ექიმები და თითოეული ადამიანი, ვინც საკანს აღებდა და კეტავდა, ჩვენ ვერ ვიქნებოდით ერთ-ერთი თითით საჩვენებელი ქვეყანა მსოფლიოში, სადაც დღემდე ციხეებში არც ერთი შემთხვევა არ დაფიქსირებულა. თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ ყველაფერი დასრულდა - ურთულესი კვირები ალბათ წინაა, თუკი ჩვენ წესებს არ დავიცავთ და დაწესებულებების ხელმძღვანელებმა ყველგან შესაბამისი პირობები არ დაგვახვედრეს“, - განაცხადა იუსტიციის მინისტრმა.