მე არ დავემორჩილები პოლიტიკურ მედიკოსებს და მედიცინას - ლევან ანთაძე
აჭარის ტელევიზია Ajara Tv
''მე არ დავემორჩილები პოლიტიკურ მედიკოსებს და მედიცინას'' - ამ სიტყვებით მიმართა ''ერთიანინაციონალური მოძრაობის'' ერთ-ერთმა ლიდერმა, აჭარის მთავრობის სახლთან შეკრებილებს.
ლევან ანთაძემ განაცხადა, რომ მშვიდობიანი ფორმით ბრძოლა გრძელდება, ისინი თითოეულ ხმას დაიცავენ და უკან დახევას არ აპირებენ.
''არალეგიტიმური ხელისუფლების მიერ გამოცხადებულ კომენდანტის საათსმე პირადად არ ვცნობ. მითუმეტესეს სამედიცინო ღონისძიება ნამდვილად არ არის და ამაზე მთელიმოსახლეობა შეთანხმებულია. ეს არის პოლიტიკური ღონისძიება. ტესტების რაოდენობა გაზარდეს, რომ შემაშინებელიციფრები დაედოთ, თუმცა ასეთი ვითარებაა სექტემბრიდან მოყოლებული. მზადება იყო ნული და მხოლოდ თვითკმაყოფილებაზე იყვნენ გადასულები'' - განაცხადა დღეს აჭარის მაუწყებელთან საუბრისას ევან ანთაძემ.
საპროტესტო აქცია ბათუმში ამ წუთებშიც მიმდინარეობს.
ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლები ამბობენ, რომ კომენდანტის საათის დაწესებას პოლიტიკური სარჩული აქვს, რადგან კორონავირუსისშეჩერებამხოლოდ ღამით გადაადგილების აკრძალვით ლოგიკას მოკლებულია.
საპროტესტო აქციის ორგანიზატორები დამონაწილეები, გეგმავენ შეზღუდვების მიუხედავად აქციაზე დარჩნენ. მათი ნაწილი გუშინ, მთელი ღამის განმავლობაში მთავრობის სახლთან გაშლილ კარვებსა და სცენაზე იყვნენ.