რუხის კლინიკაში 10 COVID 19-ით ინფიცირებული მკურნალობს

Tbilisi Daily

რუხის მულტიფუნქციურ კლინიკაში დროისთვის 10 კოვიდინფიცირებული პაციენტი აგრძელებს მკურნალობას. ყველა მათგანის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. როგორც საავადმყოფოს კლინიკური დირექტორი ნიკოლოზ ქარცივაძე აცხადებს, ამ პაციენტებიდან საყურადღებოა ხანდაზმული ქალბატონის მდგომარეობა. თუმცა მდგომარეობა გაუარესებული არ არის. 10 კოვიდ ინფიცირებულიდან 6 პაციენტი 42 წლის ზუგდიდელი კოვიდინფიცირებული მამაკაცის ახლო ნათესავები და ოჯახის წევრები არიან. რაც შეეხება ცხელებით შეყვანილ პაციენტებს, დღეს 7-8 პაციენტის ბიოლოგიური მასალა გაიგზავნება ზუგდიდის ინფექციური საავადმყოფოს ლაბორატორიაში კორონავირუსზე გამოსაკვლევად. გუშინ 4 იყო გაგზავნილი და მათი პასუხები უარყოფითი იყო. სულ რუხის საავადმყოფოში 23 პაციენტი. მკურნალობს.