პედაგოგი 14 წლის მოსწავლესთან რომანის გამო დააკავეს

Tbilisi Daily

44 წლის პედაგოგი 14 წლის მოსწავლესთან ინტიმური ურთიერთობის გამო დააკავეს. ილიუპოლის მცხოვრებლებში ალბათ ვერც კი წარმოიდგენდნენ, რომ მათ სკოლაში მსგავსი შემზარავი რამ ხდებოდა და ეს ყველაფერი 1 წლის განმავლობაში გრძელდებოდა. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, პედაგოგმა მეგობარს გაუმხილა, რომ ის არასრულწლოვან გოგონაზე სიგიჟემდე იყო შეყვარებული.   თუმცა ეს ყველაფერი მას შემდეგ გახმაურდა, რაც 14 წლის გოგონას დედამ, საკუთარ შვილსა და მის პედაგოგს შეუსწრო.   მომხდარზე გამოძიება დაიწყო. ნივთმტკიცების სახით ამოღებულია პედაგოგისა და არასრუწლოვანის მობილური ტელეფონები, სადაც მათი საერთო ფოტოები ნახეს.   გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, სკოლაში პედაგოგისა და მოსწავლის საეჭვო ქმედებები ადვილად შესამჩნევი იყო, თუმცა ამაზე რატომღაც ყველა დუმდა. როგორც ირკვევა, აღნიშნულის შესახებ საქმის კურსში დირექტორი უფროსკლასელებმა ჩააყენეს.   როგორც ირკვევა, მასწავლებელს 14 წლის მოსწავლესთან 1 წლის განმავლობაში ჰქონდა ურთიერთობა.   პედაგოგი სამართალდამცველებმა უკვე დააკავეს. მას მეუღლე და ორი შვილი ყავს.