ქობულეთის სოფელ წყავროკასა და ცხრაფონაში ცოფის ახალი შემთხვევები დადასტურდა

აჭარის ტელევიზია Ajara Tv

ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ წყავროკასადა ცხრაფონაშიცოფის ახალი შემთხვევები დადასტურდა. წყავროკასმცხოვრებთა განმარტებით, სავარაუდოდ ინფიცირებულმა ტურამ, ძაღლი დაკბინა. შინაურ ცხოველს მრავლობითი ნაკბენები აღენიშნებოდა. სოფლის მცხოვრებლების განმარტებით, ცოფის შემთხვევების დაფიქსირებამიმდებარედ მდებარე თიკერის ტყეში მგლებისა და ტურების სიმრავლეს უკავშირდება. ადგილობრივები აცხადებენ, რომ ამ კუთხით კონტროლი უნდა გამკაცრდეს და ქმედითი ღონისძიებები დაიგეგმოს. სურსათის ეროვნული სააგენტოს, აჭარის რეგიონული სამმართველოს, უფროსი ინსპექტორის განცხადებით, უწყებაში შევიდა სატელეფონო შეტყობინება. 'შეტყობინების შემდეგ, შემთხვევის ადგილზე, სადაც ნაპოვნი იყო გარეული ცხოველის ლეში, გავიდნენსურსათის ეროვნული სააგენტოს თანამშრომლები. აიღეს პათოლოგიური მასალა, რომელიც გადაიგზავნა, სოფლის მეურნეობის ლაბორატორიაში. დღეს, დილით მივიღეთ პასუხი, დადასტურებული ცოფის შესახებ'- აცხადებს სააგენტოს უფროსი ინსპექტორი. ტურისლეში ნაპოვნია სოფელ ცხრაფონაშიც, რომელიცადგილობრივებმა საკარმიდამო მიწის ნაკვეთში იპოვეს. სურსათის ეროვნული სააგენტოს თანამშრომლებმა აიღეს პათოლოგიური მასალა. გადააგზავნეს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ლაბორატორიაში, ცოფზე სადიაგნოსტიკოდ.რამდენიმე წუთის წინ კი სააგენტოში აჭარის მაუწყებელს უთხრეს, რომ ცოფი ამ შემთხვევაშიც ლაბორატორიულად დადასტურდა. სურსათის ეროვნული სააგენტო შინაური და გარეული ცხოველების იძულებით ვაქცინაციას იწყებს სოფელ წყავროკასა და 2-3 კილომეტრში მდებარე მომიჯნავე სოფლებში. უწყება აპირებს ქობულეთის მერიას ოფიციალური წერილით მიმართოს, სოფელ წყავროკასადა ცხრაფონაში სავალდებულო საკარანტინო რეჟიმის გამოსაცხადებლად, რომელიც 60-დღეს მოიცავს. ქობულეთის მერიაში აცხადებენ, რომ შეიქმნა მონადირეთა სპეციალური ჯგუფი, რომლებიც მოახდენენ, კანონის შესაბამისად, იმ ცხოველების ლიკვიდაციას, რომელიც საფრთხეს წარმოადგენ, როგორც შინაური ცხოველისთვის, ასევე ადამიანებისთვის. 'გამოყოფილია მონადირეთა ჯგუფი, რომლებმაც უკვე მოახდინეს ერთი დაავადებული ტურის ამოღება, მონიტორინგი გაგრძელდება სხვა დღეებშიც. სააგენტოს მომართვის შემდეგ, აღნისნულ სოფელში დაწესდება 60 დღიანი კარანტინი. თუმცა ეს კარანტინი არ გულისხმობს სოფლის ჩაკეტვას. სოფელში შესვლა და გამოსვლა არ აიკრძალება. ეს ნიშნავს, რომ იმ ტერიტორიებზე რძის და ხორცპროდუქტების რეალიზაცია შეიზღუდება. რეკომენდაციის სახე ექნება სოფლის მოსახლეობისთვის ცოფის ვაქცინის გაკეთებასაც'- აცხადებს მერის მოადგილე დავით ვერულიძე. რამდენიმე დღის წინ ცოფის შემთხვევა დადასტურდა სოფელ ჯიხანჯურშიც. სოფელში დღემდე კარანტინი მოქემედებს.