სუიციდი, ანუ თვითმკვლელობა - დაავადების აღწერა, სიმპტომები და გამომწვევი მიზეზები

Tbilisi Daily

სუიციდი, ანუ თავის მოკვლა, არის ტრაგიკული რეაქცია სტრესულ სიტუაციებზე. თუ თქვენ ან თქვენ ნაცნობი სუიციდზე ფიქრობთ, ისწავლეთ სუიციდის გამაფრთხილებელი ნიშნები და დახმარების შესაძლებლობები. თქვენ შეიძლება საკუთარი ან სხვისი სიცოცხლე გადაარჩინოთ. შეიძლება ფიქრობდეთ, რომ თქვენი პრობლემები მოუგვარებელია და სუიციდი ერთადერთი გამოსავალია, თუმცა დახმარების შემთხვევაში თქვენ შეძლებთ ნელნელა დაიბრუნოთ ცხოვრების ხალისი. სუიციდურ აზრებს ბევრი მიზეზი აქვს. ყველაზე ხშირი მიზეზია იმის შეგრძნება, რომ ცხოვრებისეულ პრობლემბს ვერ გაუმკლავდებით. თუ თქვენ არ გაქვთ მომავლის იმედი, შეიძლება მცდარად მოგეჩვენოთ, რომ სუიციდი გამოსავალია. კრიზისულ სიტუაციაში შეიძლება ლოგიკური აზროვნების უნარი დაკარგოთ და სუიციდი ერთადერთ გამოსავალად მოგეჩვენოთ. შეიძლება არსებობდეს სუიციდთან გენეტიკური კავშირი. სუიციდზე მიმანიშნებელი ნიშნები და სიმპტომებია: სუიციდზე ლაპარაკი - მაგალითად ფრაზები, როგორებიცაა "თავს მოვიკლავ", "ნეტავ მკვდარი ვიყო" ან "ნეტავ არ დავბადებულიყავი". თავის მოკვლის საშუალების მომარაგება, მაგალითად იარაღის ან ბევრი ტაბლეტის შეძენა სოციალური კონტაქტისგან თავის არიდება და მარტო ყოფნა ხასიათის ხშირი ცვლილებები, მაგალითად ერთი დღე კარგ ხასიათზე ყოფნა, მეორე დღეს კი - ცუდზე. მუდმივი ფიქრი სიკვდილზე ან ძალადობაზე თავის გამომწყვდეულად და უიმედოდ გრძნობა ალკოჰოლის ან ნარკოტიკების ჭარბი გამოყნეება ნორმალური რუტინის, მაგალითად ჭამის და ძილის ჩვევების ცვლილება რისკიანი და ზიანის მომაყენებელი მოქმედებები, მაგალითად ნარკოტიკების მიღება ან მანქანის რისკიანად ტარება პირადი ნივთების გაჩუქება და პირადი საქმეების მოგვარება როდესაც ამის ლოგიკური მიზეზი არ არსებობს ხალხთან ისე დამშვიდობება, თითქოს მათ ვეღარ ნახავს ხასიათის ცვლილება ან განსაკუთრებით აგრესიულობა და შფოთვა გამაფრთხილებელი ნიშნები ხშირად შეუმჩნეველი და ყველა ადამიანში განსხვავებულია. ზოგიერთი ადამიანი მათ განძრახვებს ამბობს, სხვები კი საერთოდ არ ახსენებენ მათ სუიციდურ აზრებს. როდის მივმართოთ ექიმს თუ ხართ სუიციდური, მაგრამ ამწუთას არ აპირებთ საკუთარი თავისთვის ზიანის მიყენებას: თხოვეთ დახმარების ხელი მეგობარს რაოდენ რთულადაც არ უნდა მოგეჩვენოთ თქვენს გრძნობებზე ლაპარაკი შეეხმიანეთ მღვდელს დაურეკეთ სუიციდის ცხელ ხაზს დაგეგმეთ ვიზიტი ექიმთან ან ფსიქოლოგთან. კაცობრიობის ისტორიას არაერთი პირადი წერილი შემორჩა, რომლებმაც არა მხოლოდ ამ ტექსტების ადრესატებზე, არამედ სხვა ათასობით მკითხველზეც წარუშლელი კვალი დატოვა. მათ შორის, ალბათ, ერთ-ერთი ყველაზე გულის გამგმირავი სიტყვები ვირჯინია ვულფს ეკუთვნის, რომელიც თვითმკვლელობამდე ქმარს დაუტოვა. „ყველაზე ძვირფასო, ცხადად ვგრძნობ, რომ ჭკუიდან ისევ ვიშლები. ვხვდები, რომ კიდევ ერთ ასეთ საშინელ პერიოდს ვეღარ გადავიტანთ და ამჯერად ვერც მე შევძლებ გამოჯანმრთელებას. კვლავ ჩამესმის ხმები და ფიქრებს თავს ვეღარ ვუყრი. ამიტომაც იმ ნაბიჯს ვდგამ, რომელიც საუკეთესო გამოსავალი მგონია. შენ მე უდიდესი ბედნიერება მომანიჭე, რაც კი ვინმეს შეეძლო, რომ გაეღო. ჩემთვის ყველაფერი იყავი, ვინც კი შეიძლება ოდესმე ჩემ გვერდით ყოფილიყო. არ მგონია, ორ ადამიანს უფრო ბედნიერად ყოფნა შესძლებოდა, სანამ ეს საშინელი დაავადება გამოჩნდებოდა. წინააღმდეგობის გაწევის ძალა აღარ შემრჩა. ვიცი, რომ ცხოვრებას გიჩანაგებ და უჩემოდ უკეთ მუშაობას შეძლებდი. და ვიცი, შეძლებ. ხომ ხედავ, ჯეროვნად ამ სიტყვებსაც კი ვეღარ ვწერ. ვეღარც ვკითხულობ. იმის თქმას ვცდილობ, რომ ჩემი ცხოვრების ყველა ბედნიერებას შენ გიმადლი. ჩემ მიმართ განსაკუთრებით მომთმენი და უზომოდ კეთილი იყავი. აი, ამის თქმა მინდა, ყველამ ისედაც იცის ეს. თუ ვინმეს ჩემი გადარჩენა შეეძლო, ეს შენ იქნებოდი. ყველაფერი შემომეძარცვა, მხოლოდ შენი გულკეთილობის რწმენა შემომრჩა. შენი ცხოვრების გაჩანაგებას ვეღარ გავაგრძელებ. არ მგონია, ორ ადამიანს უფრო ბედნიერად ყოფნა შესძლებოდა, ვიდრე ჩვენ ვიყავით. ვი.“ სამწუხაროდ, მოდერნისტული ლიტერატურის ეს ერთ-ერთი გამორჩეული წარმომადგენელი ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემებით იტანჯებოდა, რის გამოც არაერთხელ სცადა თვითმკვლელობა, 1941 წელს კი, მეორე მსოფლიო ომის შფოთვით კიდევ უფრო გაუარესებული პირადი თუ საყოველთაო მდგომარეობის გამო, 59 წლის ასაკში დაასრულა სიცოცხლე. ________________ თქვენ ამ სტატიას კითხულობთ პლატფორმა Feedc -ზე, სადაც შეგიძლიათ გაეცნოთ ჩვენს სიახლეებსა და ბლოგებს. #GeorgiaDaily #ახალიამბები #სუიციდი #საქართველო