ქუთაისში კოვიდინფიცირებულ ქალს სასწრაფო საკეისრო კვეთით გოგონა შეეძინა
Kutaisi Daily
“კლინიკა ბომონდი”-ს კოვიდცენტრში წარმატებით დასრულდა მორიგი საკეისრო კვეთა.
კოვიდცენტრის მეან-გინეკოლოგებმა სასწრაფო საკეისრო კვეთა 39 კვირის ორსულს ჩაუტარეს. პაციენტი ქუთაისის მკვიდრია და ის კლინიკაში დადასტურებული კოვიდ 19-ით, ორმხრივი პნევმონიით მკურნალობს.
“საკეისრო კვეთის შედეგად მდედრობითი სქესის ახალშობილი მოევლინა ქვეყანას. დედაც და ახალშობილიც თავს კარგად გრძნობენ. იმ პერიოდში, რაც კოვიდცენტრი არსებობს, საკეისრო კვეთით თუ ფიზიოლოგიური მშობიარობის გზით 30-ზე მეტი ახალშობილი დაიბადა და სასიხარულოა, რომ ყველა შემთხვევა კარგად დასრულდა,”-ამბობს კოვიდცენტრის მეან-გინეკოლოგი თეონა ლორთქიფანიძე.
ამ დროისთვის კოვიდცენტრში მკურნალობის კურსს 28 ორსული და მელოგინე გადის. კლინიკის სამეანო განყოფილებაში იმყოფება 5 ახალშობილი.
________________
თქვენ ამ სტატიას კითხულობთ პლატფორმა Feedc -ზე.
Feedc არის ახალი მედია პლატფორმა, სადაც შეგიძლიათ გაეცნოთ ჩვენს სტატიებს.
#ახალიამბები #კორონავირუსი #kutaisidaily
megatv