აშშ აკვირდება ალასკასთან მყოფ რუსულ წყალქვეშა ნავს
რადიო თავისუფლება Radio Tavisupleba
ალასკის სანაპიროს მახლობლად, ჯერჯერობით დაუდგენელი მიზეზით ამოყვინთა რუსულმა წყალქვეშა ნავმა.
აშშ-ის არმიის ჩრდილოეთის სარდლობა ტვიტერზე იუწყება, რომ ყურადღებით აკვირდება რუსულ გემს, რომელიც ამ ეტაპზე საერთაშორისო წყლებში იმყოფება. ამერიკული სარდლობის ცნობით, წყალქვეშა ნავისგან დახმარების თხოვნა არ მიუღიათ.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს რაიმე ოფიციალური ინფორმაცია ჯერჯერობით არ გაუვრცელებია. სააგენტო „რია ნოვოსტი“ თავის წყაროზე დაყრდნოით წერს, რომ ალასკის მახლობლად იმყოფება ატომური წყალქვეშა კრეისერი „ომსკი“, რომელიც ბერინგის ზღვაში, სამხედრო სწავლებაში მონაწილეობს.
https://www.radiotavisupleba.ge/a/30806946.html
#ახალი_ამბები
#twitter