კლინიკა "რუსთავში" კორონავირუსით 29 წლის ბიჭი გარდაიცვალა

Tbilisi Daily

კლინიკა "რუსთავში" კორონავირუსით 29 წლის კაცი გარდაიცვალა. პაციენტი კლინიკის რეანიმაციულ განყოფილებაში 10 დეკემბრიდან მკურნალობდა. კლინიკა "რუსთავში" აცხადებენ, რომ პაციენტს თანმხლები დაავადებები არ ჰქონდა, თუმცა, მათი თქმით, კლინიკაში შესვლისას ახალგაზრდა მამაკაცი უკვე უკიდურესად მძიმე მდგომარეობაში იყო. როგორც კლინიკის პრესსამსახური განმარტავს, პაციენტს ცალი ფილტვი სრულად ჰქონდა დაზიანებული, რის გამოც ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს.