მესტიის მუნიციპალიტეტში ავტომობილი მდინარეში გადავარდა
Tbilisi Daily
მესტიის მუნიციპალიტეტში, მულახის თემში, „დელიკას“ ფირმის ავტომობილი, მდინარე „მულხურაში“ გადავარდა. გავრცელებული ინფორმაციით, მანქანაში ერთი ადამიანი იმყოფებოდა, რომელიც ბეჩოს თემის მკვიდრი, 45 წლამდე ასაკის კაცია.
ადგილზე მობილიზებულია საგანგებო სიტუაციების მართვის ეკიპაჟები და მიმდინარეობს სამძებრო სამუშაოები.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარ ფაქტზე გამოძიება 276-ე მუხის მე-2 ნაწილით დაიწყო, რაც ავტომობილის, ან სხვა მექანიკური სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის უსაფრთხოების, ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.