თუშეთის გზაზე მეწყერის ქვეშ მოყოლილ ერთ ადამიანს სამაშველო ბრიგადები ამ დრომდე ეძებენ

Mediamall

თუშეთის გზაზე ჩამოწოლილი მეწყერის ქვეშ მოყოლილ ერთ ადამიანს სამაშველო ბრიგადები ამ დრომდე ეძებენ. ფშაველი-აბანო-ომალოს გზის 36-ე კილომეტრზე მეწყერი გუშინ საღამოს ჩამოწვა, რომელმაც, წინასწარი ინფორმაციით, 2 ადამიანი მოიყოლა. ერთ-ერთი მათგანი, რომელსაც თავის, თვალისა და ქვედა კიდურის არეში ტრავმა აღენიშნებოდა, სასწრაფო დახმარების ბრიგადამ საავადმყოფოში გადაიყვანა.