საქართველოში კორონავირუსის 3 064 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

Tbilisi Daily

საქართველოში კორონავირუსის 3 064 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა. ქვეყანაში ბოლო 24 საათში 3 740 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა 42 პაციენტი. საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 212 526 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 188 408 გამოჯანმრთელდა, 2 182 კი, გარდაიცვალა. კარანტინის რეჟიმშია 470, სტაციონარში მეთვალყურეობას 6 358 ადამიანი გადის, კოვიდსასტუმროში კი იმყოფება 1671 პირი. უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე.