თბილისში კორონავირუსის 200-ზე მეტი შემთხვევა გამოვლინდა

რადიო თავისუფლება Radio Tavisupleba

საქართველოში გამოვლენილი 557 ახალი შემთხვევიდან მესამედზე მეტი თბილისიდანაა. ქვეყანაში 21 890 ტესტი ჩატარდა, დადებითობის მაჩვენებელი 2,54 პროცენტია. რეგიონების მიხედვით, ინფიცირების მაჩვენებელი ასე ნაწილდება: თბილისი - 209; აჭარა - 21, იმერეთი - 113, ქვემო ქართლი - 43, შიდა ქართლი - 63, გურია - 33, სამეგრელო-ზემო სვანეთი - 24, კახეთი - 33, მცხეთა-მთიანეთი - 7, სამცხე-ჯავახეთი - 10, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 1. საქართველოში, გასული დღე-ღამის განმავლობაში გარდაიცვალა COVID-19-ით დაავადებული 10 პაციენტი. ამავე დროს 639-ით გაიზარდა კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებულთა რიცხვი. 2020 წლის თებერვლიდან, როცა საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების პირველი ფაქტი დადასტურდა, სულ აღრიცხულია 264 158 შემთხვევა. მათგან 256 024 გამოჯანმრთელების. COVID-19-ით გარდაცვლილია 3321 ადამიანი. https://www.radiotavisupleba.ge/a/31097193.html #ახალი_ამბები #twitter