Public Opinion Strategies-ის რესპონდენტთა 51% მთავარ გამოწვევად უმუშევრობას ასახელებს

Tbilisi Daily

იმედის დაკვეთით ჩატარებული კვლევის შედეგები დღეს გახდება ცნობილი. ამასთან 31 ოქტომბერს, მაშინ როდესაც საარჩევნო უბნები ოფიციალურად დაიხურება, იმედი მაყურებლებს ეგზიტპოლს შესთავაზებს. მანამდე კი ტელეკომპანია იმ შეკითხვებზე პასუხები გამოაქვეყნა, რომელიც წინასაარჩევნოდ აქტუალურია. შეკითხვაზე, გთხოვთ დაასახელოთ ორი ყველაზე მნიშვნელოვანი პრობლემა, რომლებზეც მთავრობამ უნდა მოახდინოს ფოკუსირება, პასუხები ასე გადანაწილდა. დასაქმება და უმუშევრობა 51%, სიღარიბე და სოციალური დახმარება 32%, ოკუპირებული ტერიტორიები 27%, ფასების ზრდა 19%, კორონავირუსი 17%, განათლება 13%, ჯანდაცვა 12%, პენსიები 11%, შიდა პოლიტიკური უსაფრთხოება 6%, საგარეო საფრთხეები 4%. ტელეკომპანიის დაკვეთას უმსხვილესი ამერიკული საზოგადოებრივი კვლევების ორგანიზაცია Public Opinion Strategies-ი შეასრულებს. ეს არის 30 წლიანი გამოცდილების მქონე კომპანია, რომელიც მუშაობს როგორც პოლიტიკოსების, ასევე მედია საშუალებების, კერძო კომპანიებისა და სავაჭრო ასოციაციებისთვის. ამ ორგანიზაციამ ამერიკის საკანონმდებლო ორგანოს კანდიდატებისთვის ჩაატარა ორ მილიონამდე ინტერვიუ და ექვსი ათასამდე გამოკითხვა. ამას გარდა, კომპანია მუშაობს 15 სხვადასხვა ქვეყანაში. მათ შორის საქართველოში,სადაც ჩატარებული აქვს არაერთი კვლევა. Public Opinion Strategies-მა პირდაპირი ინტერვიუების მეთოდით კვლევა, 9 ოქტომბრიდან 20 ოქტომბრის ჩათვლით ჩაატარა და 1518 რესპიდენტი გამოკითხა.