ახალი ჯიშის ვარდები ბოტანიკურ ბაღში - საგაზაფხულო სამუშაოები.
Zugdidi Daily
საგაზაფხულო სამუშაოების ფარგლებში, ზუგდიდის ბოტანიკურ ბაღში 22 ძირი სხვადასხვა ჯიშის ვარდი დარგეს.
ადმინისტრაციის ინფორმაციით, ასევე გაითიბა მწვანე საფარი და დასუფთავდა საჩვენებელი - საკოლექციო ნაკვეთი.
ქვეყანაში შექმნილი ვითარების გამო ბოტანიკური ბაღი 2 თვით არ ფუნქციონირებდა. ბოტანიკურ ბაღში შესვლა, რამდენიმე დღის წინ 11 მაისს გახდა შესაძლებელი. შესასვლელთან ტარდება თერმოსკრინინგი.
ბაღში შესვლა დილის 6 საათიდან საღამოს 9 საათამდეა შესაძლებელი. წლის ბოლომდე უფასო იქნება ბოტანიკური ბაღის დათვალიერება.
#ზუგდიდი
#ბოტანიკურიბაღი
#საგაზაფხულოსამუშაოები
#ვარდები
#zugdididaily