პანდემიით დაზარალებულებზე 80 883 700 ლარის კომპენსაცია გაიცა
Tbilisi Daily
"სახელმწიფომ პანდემიის დროს დაზარალებულებზე კომპენსაციის სახით უკვე 80 883 700 ლარი გასცა," - ამის შესახებ ჯანდაცვის სამინისტროს დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტო აცხადებს.
სააგენტოს ინფორმაციით, 16 ივლისის მდგომარეობით, ჯანდაცვის სამინისტროს სარეგისტრაციო პორტალის მეშვეობით სულ დარეგისტრირდა კომპენსაციის მიმღები 215 826 თვითდასაქმებული. მათგან 121 525 პირმა მიიღო 300 ლარიანი კომპენსაცია. სულ გადაირიცხა 36 457 500 ლარი.
უმუშევრად დარჩენილ დასაქმებულ 221 131 პირს 200 ლარის ოდენობით კომპენსაცია ჩაერიცხა. ჯამში მათზე გაცემული თანხა 44 426 200 ლარს შეადგენს. აქედან მაისის თვის კომპენსაცია - 14 426 200 ლარი 72 131 პირზე და ივნისის თვის კომპენსაცია - 30 მლნ ლარი 150 000 პირზე. თანხები ეტაპობრივად ირიცხება.
შეგახსენებთ, სახელმწიფო კომპენსაციის მისაღებად თვითდასაქმებულთა რეგისტრაციის ვადა 1-ელ აგვისტომდე გახანგრძლივდა.
შეგახსენებთ, უკვე რეგისტრირებულ პირებსაც ეძლევათ შესაძლებლობა არასრული/დაუზუსტებელი მიმაგრებული დოკუმენტაცია გაანახლონ 2020 წლის 1-ელ აგვისტომდე.
ცნობისთვის, მთავრობის გადაწყვეტილებით, მოქალაქეების სოციალური დახმარების პროგრამის მიზნობრიობა თვითდასაქმებულების ნაწილში გაფართოვდა და დახმარებით საზღვარგარეთ სეზონურ სამუშაოებზე დასაქმებული ადამიანებიც სარგებლობენ.
მოქალაქეები უნდა დარეგისტრირდნენ ჯანდაცვის სამინისტროს სარეგისტრაციო პორტალზე https://compensation.moh.gov.ge