მსოფლიოში COVID 19 -ით ინფიცირებულთა რიცხვმა 7 მილიონს გადააჭარბა

Tbilisi Daily

მსოფლიოში ახალი კორონავირუსით ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 7 მილიონს გადააჭარბა. მონაცემები ჯონ ჰოპკინსის ვებ-გვერდზეა ხელმისაწვდომი. 8 ივნისისთვის COVID-19-ით ინფიცირების 7,015,128 შემთხვევაა დადასტურებული. პანდემიას 402,852 ადამიანი ემსხვერპლა. სამ მილიონზე მეტი ადამიანი გამოჯანმრთელდა. ახალი კორონავირუსის გავრცელების ტემპებით პირველ ადგილზე აშშ რჩება. აქ COVID-19-ით 1,942,363 ადამიანი ინფიცირებული. 110,514 გარდაიცვალა. მეორე ადგილზეა ბრაზილია, აქ COVID-19-ით ინფიცირებულთა რაოდენობა 691,758, გარდაიცვალა 36,455 ადამიანი. მესამე ადგილზეა რუსეთი აქ ინფიცირების 467,073 შემთხვევაა გამოვლენილი, 5,851 ადამიანი გარდაიცვალა. ახალი კორონავირუსი 212 ქვეყანასა და ტერიტორიაზეა გავრცელებული. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ COVID-19-ის პანდემია 11 მარტს გამოაცხადა. ახალი ტიპის კორონავირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევები ჩინეთში, კერძოდ ქალაქ ვუჰანში, ზღვის პროდუქტების ბაზრობის მახლობლად 2019 წლის დეკემბრის ბოლოს დაფიქსირდა. ჩინეთის მთავრობას მოსახლეობისათვის დაავადების რისკების შესახებ დეკემბრის ბოლომდე არ უცნობებია. ხოლო ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციას ინფექციის თაობაზე მხოლოდ 31 დეკემბერს ეცნობა. თუმცა, მკვლევარების აზრით, დეკემბრის ბოლოსთვის ინფიცირებულთა რაოდენობა გაცილებით მეტი იყო, ვიდრე ამას მთავრობა ამჟღავნებდა და დაავადებულთა რიცხვი კი 1 000-ს აჭარბებდა. ინფექცია ქალაქ ვუჰანიდან სწრაფად გავრცელდა ჩინეთში, ხოლო შემდგომ უკვე მთელ მსოფლიოს მოედო. იანვრის ბოლოს, ეპიდემია უკვე 26 ქვეყანაში იყო გავრცელებული.