საქარველოში კორონავირუსით რეინფიცირების შემთხვევა არ დაფიქსირებულა - გამყრელიძე

რადიო თავისუფლება Radio Tavisupleba

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, საქართველოში კორონავირუსით რეინფიცირების შემთხვევა ამ დრომდე არ დადასტურებულა. ამის შესახებ მან საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა. მისი თქმით, მსოფლიოში რეინფიცირების მხოლოდ რამდენიმე შემთხვევაა და საქართველოში იგივე ფაქტის შესახებ გავრცელებული ინფორმაცია კი ლუგარის ლაბორატორიაში ჩატარებული ტესტით არ დადასტურდა. თებერვლიდან, როცა საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების პირველი ფაქტი დადასტურდა, სულ აღრიცხულია 114 889 შემთხვევა. ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 18 197. ქვეყანაში მძიმე პაციენტია 886 პირი, მათ შორის ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 324 პირი. https://www.radiotavisupleba.ge/a/30968432.html #ახალი_ამბები #twitter #კორონავირუსი_(covid-19)