ბეჭვაიების 14 სულიანი ოჯახისთვის გადაცემული ფულადი თანხა.
Zugdidi Daily
ბეჭვაიების 14 სულიანი ოჯახისთვის გადაცემული ფულადი თანხა.
გუშინ, ბეჭვაიების მრავალშვილიან ოჯახს სამეგრელო-ზემო სვანეთის რწმუნებულის მოადგილე ნინო ვიბლიანმა 500 ლარი გადასცა, ბეჭვაიებს 11 შვილი ჰყავთ. ზუგდიდის მერიამ მათ სასურსათო მარაგიც გადასცა.
სამეგრელო-ზემო სვანეთის რწმუნებულის მოადგილე ნინო სუბლიანი ამასთან დაკავშირებით განცხადებას აკეთებს :
,,ამ პერიოდში არაერთ სოციალურად დაუცველ ოჯახს ვეხმარებით, მხოლოდ ზუგდიდში 8 ათასამდე ოჯახმა მიიღო დახმარება, მე პირადად გადავწყვიტე ჩემი ხელფასიდან გარკვეული თანხა გადავცე ბეჭვაიების 11 შვილიან ოჯახს. მათ მიიღეს სასურსათო ნობათი მერიისგან. ჩვენ ვაკეთებთ ყველაფერს იმისთვის, რომ მაქსიმალურად დავეხმაროთ ყველა ოჯახს ვისაც, ამ რთულ პერიოდში ამის საჭიროება აქვს.“
ზუგდიდის მერის მოადგილემ კონსტანტინე კაკავა განაცხადებს :
„COVID19“-ის გავრცელების პრევენციის მიზნით დაწესებული შეზღუდვების პერიოდში ზუგდიდის მუნიციპალიტეტმა გააფართოვა სოციალური მიმართულება. უკვე 8 ათასამდე ოჯახმა მიიღო სასურსათო პაკეტი, ჩვენ რა თქმა უნდა გავაგრძელებთ ამ მიმართულებით აქტიურად საქმიანობას. თითოეული მოქალაქე იგრძნობს ძალიან აქტიურ მხარდაჭერას."
ბეჭვაიები მუნიციპალიტეტისგან მრავალშვილიანი ოჯახების დახმარების პროგრამით სარგებლობენ, ასევე ჩართული არიან უფასო სასადილოს ყოველდღიურ მომსახურებაში.
#ზუგდიდი
#სამეგრელოზემოსვანეთი
#მოადგილე
#რწმუნებული
#ფულადიდახმარება
#სასურსათომარაგი
#zugdididaily