ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსის 172 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

Tbilisi Daily

ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსით კიდევ 2 ადამიანი გარდაიცვალა და ინფიცირების 172 ახალი შემთხვევა გამოვლინდა ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსის 172 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ COVID-19-თან ბრძოლის ე.წ. ოპერატიული შტაბი იტყობინება. ამავე მონაცემებით, ვირუსით ბოლო 24-საათში კიდევ 2 ადამიანი დაიღუპა. ოკუპირებულ რეგიონში კორონავირუსის შემთხვევების საერთო რაოდენობა 3 739-ს აღწევს, 1462 ინფიცირებული გამოჯანმრთელდა, 35 კი გარდაიცვალა.