გიორგი რურუას გათავისუფლების მოთხოვნით პარლამენტთან აქცია გაიმართება

Pirveliradio Ge

მთავარი არხის მეწილის, გიორგი რურუას გათავისუფლების მოთხოვნით დღეს, 23 სექტემბერს პარლამენტის წინ აქცია გაიმართება. აქტივისტები რურუას შეიწყალების მოთხოვნით საქართველოს პრეზიდენტს მიმართავენ. სამოქალაქო მოძრაობების განცხადებით, 8 მარტის შეთანხმება მთავარი არხის მეწილის გათავისუფლებას მოიცავდა და ისინი მმართველ გუნდს შეთანხმების შესრულებისკენ მოუწოდებენ. შეგახსენებთ, რომ "მთავარი არხის" დამფუძნებელი 2019 წლის 18 ნოემბერს დააკავეს. გამოძიება მას ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებას ედავება. 30 ივლისს თბილისის საქალაქო სასამართლომ გიორგი რურუა დამნაშავედ სცნო და 4 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.