ბათუმში მირიან მეფის ქუჩაზე ერთერთ სახლში აფეთქება მოხდა. აფეთქების მიზეზად, ბუნებრივი აირის გაჟონვა სახელდება.
როგორც შემთხვევის ადგილზე მყოფი მოქალაქეები აცხადებენ, კლინიკებში 4 ადამიანი გადაიყვანეს. მათ შორის ერთს, მსუბუქი დაზიანება აქვს ხელის არეში. დანგრეულია სახლის მეორე სართულის ნაწილი.
„აფეთქების ძლიერი ხმა იყო. რომ მოვედით ადგილზე უკვე სახანძრო მანქანა მუშაობდა. გაზმა გაჟონა, მეორე სართულზე მოხდა აფეთება, სახლი ნაწილი დანგრეულია. მეორე სართული არის გაქირავებული, შემთხვევის დროს 4 ადამიანი იყო სახლში, მათ შორის მეპატრონე. ყველა კლინიკაშია გადაყვანილი, კონტაქტურები იყვნენ“, - აცხადებენ შემთხვევის ადგილზე მყოფი მოქალაქეები.
შემთხვევის ადგილზე პოლიციაა მობილიზებული. ფაქტზე გამოძიება დაიწყო.