ზევსის საკურთხეველი პერგამონში

0
პერგამონის საკურთხეველი, რომელიც ზევსს ეკუთვნოდა ძვ.წ. II საუკუნეში, ძველი საბერძნეთის ქალაქ პერგამონში იქნა აგებული, რომელიც დღევანდელი თურქეთის ტერიტორიაზე მდებარეობდა. საკურთხეველი განკუთვნილი იყო ღია ცის ქვეშ თაყვანისცემისთვის. ახალი წელთაღრიცხვის პირველ საუკუნეებში ფანატიკოსმა ქრისტიანებმა რამდენჯერმე სცადეს მისი განადგურება, დაანგრიეს ფიგურების სახეები, ხოლო თავად საკურთხეველს , , სატანის ტახტი“ უწოდეს. მაგრამ მაინც, პერგამუნი ინარჩუნებს დიდებას და კვლავ მნიშვნელოვან ცენტრად რჩება. მოგვიანებით, რომის იმპერიის მიერ ქრისტიანობის ოფიციალურად მიღების შემდეგ კი საკურთხეველმა საბოლოოდ დაკარგა მნიშვნელობა. 1536 წელს ქალაქი ახალი გამოწვევის წინაშე დადგა, იგი თურქების დარტყმის ქვეშ მოექცა. 1864 წლამდე მხოლოდ ნანგრევები იდგა ქალაქში, რომელსაც უკვე ბერგამა ეწოდებოდა, მანამდე სანამ აქ კარლ ჰუმანი გამოჩნდებოდა.

ზედა იარუსი გარშემორტყმულია იონური პორტიკით. კოლონიდის შიგნით საკურთხევლის ეზო იყო, სადაც უშუალოდ საკურთხეველი იყო განთავსებული. მეორე იარუსის პლატფორმა კი სამი მხირდან ცარიელი კედლებით იყო შემოსაზღვრული. მთლიანი სტრუქტურის სიმაღლე 9 მეტრია. სარდაფის პერიმეტრზე კი დიდი ფრიზია გადაჭიმული, რომლის მთავარი თემა ,,გიგანტომაქია“ (ოლიმპიური ღმერთების ბრძოლა გიგანტებთან) იყო. შეიძლება ითქვას, რომ გიგანტომაქია, როგორც ხელოვნების ნიმუში, სრულიად ცალკე უნდა განვიხილოთ. მისი სიგრძე დაახლოებით 120 მეტრია, და მასზე ღმერთთა და გიგანტთა ასამდე ფიგურაა წარმოდგენილი. დღემდე გაურკვეველია ის თუ რამდენი ადამიანი მუშაობდა ქანდაკებების შექმნაზე. შეიძლება თუ არა, რომ მთლიანი კომპლექტი მხოლოდ ერთ ადამიანს შეექმნა? რა თქმა უნდა, ამაზე ზუსტ პასუხს ვერავინ იძლევა, თუმცა თითოეული ქანდაკების ისეთი დეტალები, როგორიცაა თმა, გამომეტყვლება, თითები, ემოცია აბსოლუტურად უნიკალურია და უფრო მეტად სხვადასხვა ხელწერაზე მიანიშნებს. ღმერთებისა და გიგანტების ბრძოლა ბერძენ ხელოვანთა შთაგონების წყაროდ გადაიქცა. მათი გაგებით ზევსის გამარჯვება ეს იყო სრულყოფილების, კეთილშობილებისა და გონიერების გამარჯვება ველურსა და უხეშ ძალაზე.

ზევსის საკურთხეველი ანტიკური ხელოვნების უბრწყინვალესი ძეგლია. იგი რომაულ ეპოქაში მსოფლიო შვიდ საოცრებათა შორის იყო დასახელებული. სამწუხაროდ, შუა საუკუნეებში მიწისძვრის შედეგად, შენობა მიწისქვეშ აღმოჩნდა, რის გამოც ის მხოლოდ XIX საუკუნის ბოლოს იპოვეს, რაც გერმანელი ინჟინერის - კარლ ჰუმანის დამსახურებაა. საკურთხეველი ოსმალეთის იმპერიიდან გემრანელ არქეოლოგთა ჯგუფმა ჰუმანის მეთაურობით თავდაპირველი გათხრების ადგილიდან გერმანიაში გადაიტანა და პრაქტიკულად თავიდან ააწყო. რომ არა მსოფლიო პანდემია, სკულპტურის ნახვა დღესაც შესაძლებელი იქნებოდა ბერლინის პერგამონის მუზეუმში. მუზეუმი 2020 წლის აგვისტოში პანდემიის გამო დროებით დაიკეტა.
#history
#art
#interestingfacts
#pergamonalter #world
Tbilisi
0