7 მინერალი და ვიტამინი,რომლითაც მდიდარია მიწის თხილი

0
მიწის თხილი არა მარტო გემრიელი საკვებია, არამედ ის დიდი რაოდენობით შეიცავს ვიტამინებსა და მინერალებს. 1. ის დიდი რაოდენობით შეიცავს ბიოტინს. ბიოტინი ორგანიზმს სჭირდება იმისთვის რომ საკვები ნივთიერებები ენერგიად გარდაქმნას, ასევე მნიშვნელოვან როლს ასრულებს თმის, კანის და ფრჩხილების სიჯანსაღის შენარჩუნებაში. 2. მიწის თხილის შემადგენლობაში შედის სპილენძი. ის ძვლებს, სისხლძარღვებს, ნერვებს უნარჩუნებს სიჯანსაღეს. ასევე დიდ როლს ასრულებს რკინის აბსორბციაში. რკინასთან ერთად სპილენძი ახდენს სისხლის წითელი უჯრედების ფორმაციას. 3. ნიაცინი - ცნობილი როგორც B3 ვიტამინი. ის ამცირებს გულ-სისხლძარღვთა დაავადებათა განვითარების რისკს. 4. ფოლატი - B9 ვიტამინი. ის უმნიშვნელოვანესია ორსულთათვის. მისი ნაკლებობა იწვევს ნერვული მილის განვითარების დარღვევებს ნაყოფში. 5. ასევე შეიცავს მანგანუმს, რომელიც ფერმენტების გააქტივებაში იღებენ მონაწილეობას. 6. E ვიტამინი - მას ანტიოქსიდანტური ეფექტი აქვს. 7. ფოსფორი - დიდ როლს ასრულებს კბილებისა და ძვლების ფორმირებაში.
0