პირბადე თუ ცხვირ-პირბადე ?

0
ბოლოდროინდელ მოვლენებს თუ გადავხედავთ, პირბადის ტარება მით უფრო აქტუალური ხდება, თუმცა ხშირად ვხვდებით ნიღაბს, რომელიც მხოლოდ პირს ფარავს, ასეთი სახით ნიღბის ტარებას დაინფიცირების დიდი რისკი ახლავს თან, მნიშვნელოვანია ზუსტად დავიცვათ მისი ტარების რეკომენდაციები : 📍ნიღაბი უნდა ატაროთ ყოველთვის, როცა თქვენ ირგვლივ ადამიანები არიან (თუნდაც იყოთ სახლში, ოჯახის წევრებთან ერთად). 📍როდესაც ნიღაბს იკეთებთ, რეზინი ისე მოუჭირეთ, რომ ცხვირზე მჭიდროდ მოგადგეთ. 📍სამედიცინო ნიღაბი შეგიძლიათ მხოლოდ ერთხელ გამოიყენოთ. 📍როდესაც სამედიცინო ნიღაბს ატარებთ, მას ხელით არ უნდა შეეხოთ. 📍როდესაც სამედიცინო ნიღაბი დაისვრება ან დასველდება, შეცვალეთ. 📍სამედიცინო ნიღბის მოხსნისას შეეხეთ მხოლოდ რეზინს ან სხვა სახის შესაკრავს. 📍მას შემდეგ, რაც ნიღაბს მოიხსნით, ხელები საპნით დაიბანეთ.
#news #opinion #health #forhealth
Tbilisi
0