13 votes
comments
shares
Save
21 რამ, რაც მხოლოდ ინტროვერტებს ახარებთ
137 reads
გიორგი სამხარაძე
Tbilisi · 1 month ago

1. როცა სტუმრები, ბოლოს და ბოლოს, მიდიან და მასპინძლობის ტვირთი გეხსნება

2. როცა კომპანიას ონლაინ-ჩატი აქვს და დარეკვა საჭირო არაა

3. როცა შეხვედრა ან დაგეგმილი აქტივობა სხვისი მიზეზით იშლება

4. როცა ხელის დაქნევითაც შეგიძლია გამოძვრე და გადაკოცვნა და საუბრის გაბმა საჭირო არაა

5. როცა ისეთ ადამიანს პოულობ, რომელიც შენთან ერთად სიჩუმეშიც კომფორტულად გრძნობს თავს

6. როცა ავტობუსში მთელი გზა ისე მგზავრობ, რომ გვერდით არავინ გიჯდება

7. ტბისპირა განცალკევებული სახლები

8. როცა წვიმიანი დღე შაბათ-კვირას ემთხვევა და წასასვლელი არსად ხარ

9. როცა მთელი დღე შეგიძლია ხმის ამოუღებლად გაატარო და მაქსიმუმ, საკუთარ კატას მიეფერო

10. როცა სხვა, ახლობელ ინტროვერტთან ექსტროვერტი ხდები

11. როცა ვინმე წინასწარ გითანხმებს, რომ ამა და ამ დროს დაგირეკავს.

12. საყვარელი სერიალის მთელი სეზონის ერთბაშად დადება

13. აქტიური ადამიანები, რომლებიც თვითონ იწყებენ საუბარს და შენ მინიმალურად შეგიძლია ჩაერთო

14. ცარიელი ქუჩები გვიან ღამით ან დილით ადრე

15. ლიფტით მარტო მგზავრობა

16. ხმაურიანი დღის შემდეგ ჩუმად ყოფნა

17. სახლის ტანსაცმლის ჩაცმა

18. ღრმა, ინტელექტუალური საუბრები

19. ბოლომდე დატენილი ტელეფონი, როცა სადმე წვეულებაზე მიდიხარ

20. როცა საყვარელ კაფეში კუთხის მაგიდა თავისუფალია და იქვე შტეფსელიც არის

21. გრძელი შხაპი, რომლის დროსაც ცხოვრებისეული პრობლემების გადაჭრის გზებზე ფიქრობ

introvert
გიორგი სამხარაძე
Tbilisi · 1 month ago
13
Write a comment