პოეტ კახა შალამბერიძეს

0
...და რააა მერე?! თუ ჩამოშლის დღეებს დაღიანს, აურ-დაურევს და გაფანტავს წამებს მოცლილი?! წუთისოფელი, ეს ხომ უნდო, ფუჭი რამეა, შენ თუ არ მოსავ გაშიშვლდება წამი ყოველი! ... და რააა მერე?! ჩაგვემარცვლა წლები ძამია?! თან გაიყოლა გათანგული ვნება ცხოველი?! მე კი მგონია, შენც გგონია- ვიცი, ასეა, კაცად დარჩენა ეს მადლია-დამემოწმები! ... და რაა მერე?! თუ ჩამოშლის დღეებს დაღიანს, და წლებს ჩაფურცლავს, გზას გაკვალავს, წამი ცხოველი?! კაცად დარჩენა, დამემოწმე, დიდი მადლია, მადლი, რომელსაც ვერა ზიდავს კაცი ყოველი! ლექსისა და პორტრეტის ავტორი ხათუნა ფერაძე
0