"მთელ აფხაზეთს ცეცხლი უკიდია, წინაპრების სასაფლაოები მიტოვებულია, არავინაა.."

0
ოკუპირებულ გაგრაში ხანძარს ჯერ კიდევ ვერ აქრობენ. როგორც ცნობილია, ცეცხლი უკვე მოსახლეობას მიუახლოვდა. გაგრელების თქმით, მათ დაეწვათ სახლები, დარჩნენ ქუჩაში და ჭირდებათ ჰუმანიტარული დახმარებაც. "გაგრაში იწვის ყველაფერი, არ არის ჯერ კიდევ ჩამქრალი [ცეცხლი], სახლები დამწვარია, არაფერი არ გვაქვს, რაც გვეცვა იმით ვართ გამოსულები [სახლიდან], დარჩენილები ვართ ღია ცის ქვეშ, ავადმყოფ ქალსაც მედიკამენტი ჭირდება, ავადმყოფ ბავშვსაც ჭირდება წამლები, მედიკამენტები დამეწვა" – ამბობს გაგრის მკვიდრი. სამეგრელოში, ამბობენ, რომ გაგრაში ნათესავებს ვერ ეხმარებიან და აქვთ ინფორმაცია, რომ გაგრაში მათ ახლობლებს დაეწვათ საქონელიც. "მთელ აფხაზეთს ცეცხლი უკიდია, ჩვენი წინაპრების სასაფლაოები მიტოვებულია, არავინ არის ამის მიმხედავი, არც ჩვენ გვიშვებენ" – ამბობენ ნათესავები. "ქართული მხარე მზადაა აფხაზეთის დასახმარებლად – პასუხის მიღებისთანავე მზად ვართ ჩავერთოთ აფხაზეთში ცეცხლის ქრობის პროცესში" - განაცხადა შერიგების მინისტრმა, თეა ახველდიანმა. ________________ თქვენ ამ სტატიას კითხულობთ პლატფორმა Feedc -ზე. Feedc არის ახალი მედია პლატფორმა, სადაც შეგიძლიათ გაეცნოთ ჩვენს სტატიებს.
#SokhumiDaily #Sokhumi #სოხუმი #აფხაზეთი #ახალიამბები #აფხაზეთისაქართველოა
0