"არა ერთხელ დავაფიქსირეთ მზადყოფნა, დავხმარებოდით ხანძრის ლიკვიდაციაში ვერტმფრენით ჩაქრობით.."

0
შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის, თეა ახვლედიანის განცხადებით, ქართულმა მხარემ არა ერთხელ განაცხადა მზაობა ოკუპირებულ ტერიტორიაზე ხანძრის ლიკვიდაციაში დასახმარებლად, მათ შორის ვერტმფრენით. მისი თქმით, ხელისუფლება ახლაც მზადაა დახმარება გაუწიოს აფხაზეთის რეგიონში მცხოვრებ მოსახლეობას. "5 იანვრის დილიდანვე რამდენჯერმე ავამოქმედეთ ცხელი ხაზი ოკუპირებული გალის რაიონში ხანძარსაწინააღმდეგო სამუშაოებში ჩართულობის მზადყოფნის დადასტურების მიზნით. ამასთან, ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიის სხვადასხვა ლოკაციაზე, მათ შორის, გაგრაში, ანალოგიურად, არაერთხელ დავაფიქსირეთ მზადყოფნა, დავხმარებოდით ხანძრის ლიკვიდაციაში ვერტმფრენით ჩაქრობით, საჭიროების შემთხვევაში ხელშეწყობის მიზნით. ამ ეტაპზე ვიმყოფებით დე ფაქტო ხელისუფლებასთან ჩვენს ხელთ არსებული ყველა არხისა და მექანიზმის გამოყენებით. ვიმყოფებით რეგულარულ და ინტენსიურ კომუნიკაციაზე და კონკრეტული პასუხის მიღებისთანავე მზად ვართ ჩავერთოთ ამ პროცესში" - განაცხადა სახელმწიფო მინისტრმა. მინისტრის თქმით, დე ფაქტო ხელისუფლება ხანძრის კერების გაჩენისთანავე იყო ინფორმირებული, რომ ლიკვიდაციაში ქართული მხარე დახმარებას აღუთქვამდა. მინისტრმა მწუხარება გამოთქვა მთავრობის სახელით აფხაზეთში ბოლო დღეებში გაჩენილი ხანძრების გამო, რომელმაც მოსახლეობას სერიოზული ზიანი მიაყენა. ________________ თქვენ ამ სტატიას კითხულობთ პლატფორმა Feedc -ზე. Feedc არის ახალი მედია პლატფორმა, სადაც შეგიძლიათ გაეცნოთ ჩვენს სტატიებს.
#SokhumiDaily #Sokhumi #სოხუმი #აფხაზეთი #ახალიამბები #აფხაზეთისაქართველოა
0