ბრიტანეთში კორონავირუსით გარდაცვალების ყველაზე დაბალი მაჩვენებელი დაფიქსირდა

0
დიდ ბრიტანეთში გასული დღე-ღამის განმავლობაში ახალი ტიპის კორონავირუსს 36 ადამიანი ემსხვერპლა, რაც ქვეყანაში 22 მარტის შემდეგ გარდაცვალების ყოველდღიური შემთხვევების ყველაზე დაბალი მაჩვენებელია. ქვეყანაში COVID-19-ის ინფექციას სულ 41 689 ადამიანი ემსხვერპლა. ბრიტანეთში კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების საერთო რიცხვი 295, 889-მდე გაიზარდა. გასული 24 საათის განმავლობაში ინფექცია 1, 514 ადამიანს გამოუვლინდა.
0